"ქრისტიან-დემოკრატები" თელავის დეპუტატობის კანდიდატს ხვალ წარადგენენ

საქართველო, თბილისი - 2011-08-30 18:41:00

ხვალ, 31 აგვისტოს,"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ამომრჩევლებთან შეხვედრა და კანდიდატის წარდგენა ნადიკვარის ბაღში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თელავის №17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით გასამართი შუალედური არჩევნებისთვის ცესკო-ში სამი პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობას - "ქრისტიან-დემოკრატები", "ნაციონალური მოძრაობა" და "მრეწველები" მიიღებენ. შუალედური არჩევნები თელავში პარლამენტის წევრის - გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.