ეკა ბესელია: ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს "დაზუსტებულ ბრალს" ხვალ წაუყენებენ

საქართველო, თბილისი - 2011-07-21 18:32:00

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს "დაზუსტებულ ბრალს" ხვალ წაუყენებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აბდალაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

"გვიხრეს, რომ ხვალ, 22 ივლისს, 09:00 საათზე უნდა ვიყოთ გლდანის მე-8 საპყრობილეში, სადაც გია აბდალაძეს "დაზუსტებულ ბრალს" წაუყენებენ. რა იგულისხმება "დაზუსტებულ ბრალში", - მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, აღარ განუმარტავთ", - აღნიშნა ბესელიამ.