ორმხრივი შეხვედრა ინვესტიციების მოზიდვას, საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. იორდანელი ბიზნესმენები აჭარაში პირველად იმყოფებიან, ისინი რეგიონში სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სატრანპორტო სფეროთი დაინტერესდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო "შერატონში" საქართველო-იორდანიის 2 დღიანი ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართონ.