კონსერვატორიაში „ოროველას" კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2011-06-24 20:31:00


26 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თემურ ქევხიშვილის ახალშექმნილი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის „ოროველას" კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება სინთეზი, ახალი ფორმა როგორც ტრადიციული ხალხური სიმღერებისა, ასევე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისა.

ანსამბლის ხელმძღვანელია ცნობილი მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ ქევხიშვილი.