ცხვარიჭამია-გლდანის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველო, თბილისი - 2011-06-22 09:30:00


ცხვარიჭამია-გლდანის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. დამეწყრილი გზის გაწმენდა წუხელ, გვიან ღამით დასრულდა.

მეწყერი გზის მე-10 კილომეტრზე ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწვა. მეწყერმა ადგილზე მობილიზებული ტექნიკაც თან ჩაიყოლა.
გზის ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.