ადვოკატთა ასოციაცია ტესტირებას ატარებს

საქართველო, თბილისი - 2011-06-15 08:25:00

დღეს, 15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, ადვოკატთა რიგით მე-11 ტესტირება იწყება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით ატარებს შემდეგი თანმიმდევრობით: 15 ივნისი - სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, 16 ივნისი - სისხლის სამართალის სპეციალიზაციით, 17 ივნისი - საერთო სამართლის სპეციალიზაციით. საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე.

ადვოკატთა ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდა, სულ შეტანილია 807 განაცხადი: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით -343 განაცხადი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით _ 203 განაცხადი, საერთო სამართლის სპეციალიზაციით _ 261 განაცხადი.

75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ადვოკატთა პირველი ტესტირება გაიმართა 2006 წლის 18-23 მაისს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო 3400 ადვოკატმა. რომელთაგან 45% შეძლო მიეღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

საქართველოს კანონის "ადვოკატთა შესახებ" და ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე, ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ.