"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი 2009 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2009-12-14 08:43:00

დღეს, 14 დეკემბერს, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური 2009 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, პრესკონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი 2009 წლის შედეგების შეჯამების გარდა 2010 წლის გეგმებზეც ისაუბრებს.