გუდამაყარის 10 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

საქართველო, თბილისი - 2011-06-06 19:05:00


ხანგრძლივი წვიმების გამო მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, გუდამაყარის 10 სოფელი - საკერპო, ბაკურხევი, სიჯანაანი, თოთიაურნი, საჩალისჭალა, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, ათნოხი და დუმაცხო გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, გუდამაყარის ხეობასთან დამაკავშირებელი გზა ისევ ჩაიკეტოს. საშიშროებას სოფელ მაქართასთან არსებული მეწყერი ქმნის.

მეწყერმა გუდამაყარის ხეობისკენ მიმავალი გზა ერთი თვის წინაც დააზიანა.