ჯონ ბასი საავადმყოფოში არ იმყოფება და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს

საქართველო, თბილისი - 2011-05-23 13:43:00


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საავადმყოფოში არ იმყოფება და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოში განუცხადეს.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯონ ბასი გულის შეტევით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სრული აბსურდია", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" საელჩოში.

რაც შეეხება იმას, იმყოფებოდა თუ არა ჯონ ბასი საავადმყოფოში, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში განმარტეს, რომ "ეს კერძო საკითხია და ამაზე საელჩო კომენტარს ვერ გააკეთებს".

საელჩოს მიერ „ჯი-ეიჩ-ენისთვის" გაკეთებული განმარტებით, ელჩი ჩვეულე რეჟიმსი განაგრძობს მუშაობას.

„ელჩი საავადმყოფოში არ იმყოფება და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს აქციის დარბევასთან დაკავშირებით შელაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რის შედეგადაც ელჩი გულის შეტევით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.