აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ალექსანდრე შალამბერიძე 10 დეკემბერს 12:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
შალამბერიძის მოსაზრებით, "პრეზიდენტის ნაციონალურ მოძრაობა, როგორც საარჩევნო ერთი რიგითი პარტია, სხვების თანასწორად, თითო წევრით უნდა იქნეს წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში".
"სამართლიანი და არადისკრიმინაციული საარჩევნო კანონის მიღება ჩვენი უფლებაა და არა სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსების ვაჭრობისა და გამდიდრების საგანი. ნუ მივცემთ ნურავის ჩვენი უფლებებითა და თავისუფლებებით ვაჭრობის საშუალებას. ვიბრძოლოთ ჩვენი თანასწორი საარჩევნო უფლებების დასაცად, რომელიც პრეზიდენტის ძალისა და უფლებების შეზღუდვაზე გადის" - აღნიშნა შალამბერიძემ.
ხელმოწერების შეგროვების ვადები 45 დღით არის განსაზღვრული და ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში იგი გახდება მინიმუმ 30000 ადამიანის საკანონმდებლო ინიციატივა.