ბერნში რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2011-04-28 09:33:00


დღეს, 28 აპრილს შვეიცარიის დედაქალაქში ბერნში, გაიმართება საქართველოისა და რუსეთის რიგით მეორე მოლაპარაკება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანების საკითხზე.

მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 28-29 აპრილს გაიმართება.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით საქართველოს თავად რუსულმა მხარემ მიმართა. პირველი რაუნდი მარტის შუა რიცხვებში გაიმართა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ თბილისი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობას უყენებს.