17 საათზე, სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 2009-12-08 12:58:00

დღეს, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი ჩატარდება. ბიზნესფორუმს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნის. 

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები - მიხეილ სააკაშვილი და ვალდის ზატლერსი მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის ოფიციალური დელეგაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლების თანხლებით წუხელ აჭარაში ჩამოვიდა.