BNP Pარიბას-ი ევროპის საბანკო და საფინანსო სექტორის ლიდერია და მსოფლიოს 6 უძლიერეს ბანკთა შორის მოიაზრება. ბანკი მსოფლიოს 83 ქვეყანაში 202,300 თანამშრომლის მეშვეობით ემსახურება მომხმარებელს.
პრეზენტაციაზე ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ისაუბრებს BNP Paribas-თან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, შეაჯამებს კომპანიის ქსელის განვითარების ტემპებს და ჟურნალისტებს 2010 წლის სამომავლო გეგმებს გააცნობს.
10 საათზე სასტუმრო რედისონის ეზოში მოხდება პრეზენტაციაზე დასწრების მსურველი ჟურნალისტების შეკრება. ავჭალაში მინი ავტობუსის გასვლა დაგეგმილია 10:10 წუთზე.