9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა
საქართველო, თბილისი - 2011-04-09 13:22:00
![]()
დღეს, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების თანამშრომლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია და ლექსებითა და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ნაჩვენები იქნა აღნიშნული მოვლენების ამსახველი ვიდეო-ფირი, რომელის დასრულების შემდეგ მიმოხულულ იქნა ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
Mმსგავსი სახის ღონისძიება გაიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ხსოვნის ამსახველ სტენდებთან წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, სახელწოდებით "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". Kკიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული გმირები და მათი სულის უკვდავსაყოფად დაანთეს სანთლები.
დაბა სტეფანწმინდაში, მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მოსწავლე-ახალგაზრდბის სახლის აღსაზრდელებმა. ყვავილებით შეიმკო დარიალში არსებული 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. Aასევე, დაბა სტეფანწმინდის მთავარ ანგელოზ-მიქაელის სახელობის ეკლესიაში სპეციალურად ამ დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში მოეწყო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მათი აღსაზრდელები. ასევეMმუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.