რამაზ ნიკოლაიშვილმა კასპის რაიონში მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელი გახსნა

საქართველო, თბილისი - 2009-12-06 13:39:00

 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა კასპის რაიონში მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელი გახსნა.

ხიდზე მოხდა ბურჯების გამაგრება, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხიდის საერთო სიგრძე 125 მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია "ხიდმშენი99-მა" შეასრულა.

აღნიშნული ხიდი 24 სოფელს მოემსახურება და ხელს შეუწყობს მსუბუქი და მძიმეწონიანი ავტოტრანსპორის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.