პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტი და 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2009-12-04 20:44:00

პარლამენტმა დღეს 2010 წლის ბიუჯეტი და 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტი დაამტკიცა. 2009 წლის ბიუჯეტში განცორციელებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 212.6 მილიონი ლარით შემცირდება და 6 958.5 მილიონი გახდა.

ეს ცვლილბები ასევე მეწარმეებისთვის დღგ-ის უკან დაბრუნებით არის გამოწვეული. ცვლილებით, რიგმა მხარჯავმა დაწესებულებებმა დაფინანსება შეიმცირეს.

რაც შეეხება 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამში 6 733.4 მილიონ ლარს შეადგენს. 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 382.0 ლარით განისაზღვრა და მთლიანი შიდა პროდუქტის 23.1 პროცენტს შეადგენს.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორუტეტებს სოციალური სფერო შეადგენს. ოპოზიციამ არც ერთ პროექტს არ დაუჭირა მხარი.