ქართულ მხარემ აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პერიოდში დაკავებული ხუთი ოსი სეპრატისტი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 2009-12-02 13:18:00

 

"ცხინვალში "მძევლები" ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ჩაიყვანა", - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო იუწყება და აქვე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს "უკანონოდ" დაკავებული კიდევ 40-მდე ოსი რჩება.

შეგახსენებთ, რომ მარიონეტული რეჟიმი ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ, "ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მოქალაქეების გაცვლას" მოითხოვდა, თუმცა თბილისი მათ პატიმრობაში ყოფნას უარყოფდა.