სოფელ ერგნეთში ქართულმა მხარემ და ოსმა სეპარატისტებმა, როგორ ერთ, ისე მეორე მხარეს პატიმრობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს გადასცეს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან გათავისუფლებულია 7-7 მოქალაქე.
ოსი სეპარატისტებისთვის გადაცემული ადამიანები არიან: ანატოლი ბესტაევი, ყაზბეგ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება გაცვლის თაობაზე ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის 17 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა.