დაღესტანში მკითხავი დედა-შვილი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2011-02-20 12:25:00


დაღესტანის სოფელ ნოვო-სასიტლიში დედა-შვილი მოკლული იპოვეს.

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, მოკლულების მკითხაობით იყვნენ დაკავებულები.

ინციდენტი, გუშინ, 21:00 საათზე მოხდა. 48 წელის ფატიმა შახალიევა და 28 წლის ბელა კანდუროვა საკუთარ სახლში მოკლეს.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დედა-სვილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გილზებიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.