ბაღაფში მოსკოვში აფხაზურ დიასპორას შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-27 14:13:00

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში მიემგზავრება. ხვალ 28 ნოემბერს სერგეი ბაღაფში შეხვედრას გამართავს მოსკოვში მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული შეხვედრა ხვალ მოსკოვში 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე გაიმართება: მოსკოვი, ლიტერატორების ცენტრალური სახლის დიდი დარბაზი. ბოლშაია ნიკიტინსკაიას ქ. # 53.