აშშ-ის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის გარდაცვალების გამო

საქართველო, თბილისი - 2024-12-23 13:51:00

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო" - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს, საღამოს საათებში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა