თუ „შეწყდა ძალადობა“ ქუჩებში, ამ ღამის სასტიკი დარბევა რას ემსახურება? დედისგან შვილის გატაცება, ქალებთან ანგარიშსწორება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2024-12-07 03:52:00

ტყუილი და ცინიზმი. თუ „შეწყდა ძალადობა“ ქუჩებში, ამ ღამის სასტიკი დარბევა რას ემსახურება? დედისგან შვილის გატაცება? ქალებთან ანგარიშსწორება?, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დღევანდელ დაკავებებს გამოეხმაურა.

ამასთან, მან აქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გააზიარა.