მომსახურების სააგენტო კერძო პირებსა და კომპანიებს ქონების რეალიზაციაში დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 2011-01-18 08:40:00


დღეს, 18 იანვარს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ბრიფინგი გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს შეუძლია მომსახურება გაუწიოს კერძო პირებსა და კომპანიებს ქონების რეალიზაციის პროცესში.

სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს განათავსონ ქონება ვებგვერდზე 2011 წლის 1-ელ მარტამდე უფასოდ.