ბათუმის მერიის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2024-10-04 22:33:00

ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი მებაღე ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, აჭარა თაიმსი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, 67 წლის კაცმა სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.