ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 2024-10-01 19:49:00

მერიის ინფორმაციით, სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ  რეაბილიტაციას იწყებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.