საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველო, თბილისი - 2024-10-01 14:12:00

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

"გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5,7,12, 14,19,21,26,28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს", -  აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

რკინიგზის ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge

სწრაფი გადახდის აპარატებით;

საქართველოს რკინიგზის სალაროებში;

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

მატარებლების მოძრაობის განრიგი