თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად - გიორგი ბოტკოველი

საქართველო, თბილისი - 2024-09-26 10:07:00

თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, - ამის შესახებ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ყვარლის შემდეგ თელავში გაიმართა.

პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას დ კოალიციის შემდგომი გეგმები გააცნეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ დღეს თელავში ვართ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია , თელავს კარგად ახსოვს მისი ნაკეთები საქმეები , და ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენი თვალით ვნახოთ. თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის რომ გაიმარჯვოს საქართველომ , გაიმარჯვოს რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, და რომ ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, როდესაც ადამიანები შრომობენ  და ადამიანებს რომლებიც საქმეს აკეთებენ , შრომა უფასდებათ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.