დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო - ხათუნა ლაგაზიძე

საქართველო, თბილისი - 2024-09-24 22:06:00

დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო, - ამის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

„კორუფციული ბიუროდან დამირეკეს, თქვენზე გზავნილიაო. მეთქი, წერილია თუ სიხარული რაჟდენისგან. ბრინჯივით დაიბნა ბაღანა. ხვალ გამომიარეთ-თქო, დავუბარე“, - წერს ლაგაზიძე.

როგორც ცნობილია, ანტიკორუფციულმა ბიურომ ლაგაზიძე და მისი ორგანიზაცია გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა.