მადლობა კახა კალაძეს, რაც ის არის მერი, ჩვენი დედაქალაქი დღითი დღე ლამაზდება და მწვანდება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 2024-09-12 20:59:00

მადლობა კახა კალაძეს, რაც ის არის მერი, დღითი დღე ლამაზდება და მწვანდება ჩვენი დედაქალაქი, - განაცხადა დიღომში, ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„მინდა მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის გისურვოთ. ჩვენს დედაქალაქსა და კახა კალაძეს გაუმარჯოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.