როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბარათები იქნება ორენოვანი ქართული და ინგლისური, სადაც განთავსდება ადვოკატის სახელი და გვარი, სპეციალიზაცია და სიითი ნომერი.
თანამედროვე დიზაინის პლასტიკური ბარათები დაცული იქნება გაყალბებისაგან, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ადვოკატთა რეესტრის სისტემატიზაციას, რეგულარულ განახლებას.
2011 წლის 10 მარტიდან იკრძალება ძველი საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენება.