სალომე ზურაბიშვილი დორტმუნდში ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 2024-06-18 18:48:00

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს," - წერია განცხადებაში.

"გამარჯვება ბიჭებო" - ამ სიტყვებით გაამხნევა პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები.

დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრების მსვლელობა დაიწყო. ქართველი ქომაგების არმია ქალაქის ცენტრალური პარკიდან დაიძრა და სტადიონისკენ მიემართებიან.