ევრო 2024-ზე იტალიის ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2024-06-16 01:08:00

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ალბანეთმა გაიტანა. ეს იტალიასთან მატჩის 23-ე წამზე მოხდა. გოლი ნედიმ ბაირამიმ გაიტანა.

მე-11 წუთზე იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბასტონიმ ანგარიში გაათანაბრა.

მხე-16 წუთზე კი ბარელამ იტალიის ნაკრები დააწინაურა. მატი 2:1 დასრულდა.