ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2024-06-15 22:31:00

ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღეს  B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ალვარო მორატამ გაიტანა.

32-ე წუთზე ფაბიან რუისმა საგოლე გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა და ესპანელები ორი ბურთით დაწინაურდნენ – 2:0.

პირველი ტაიმის დამატებით დროში ფლანგიდან ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ დანი კარვახალმა კარგად ითამაშა დასწრებაზე და ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.

78′ წუთი. ხორვატებს ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცათ, მაგრამ პეტკოვიჩმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა – მისი დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე პეტკოვიჩმა გაიტანა. ეპიზოდში VAR ჩაერია და გოლი პენალტის შესრულების წესის დარღვევისთვის გაუქმდა.