საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონტენეგრო 3:1 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2024-06-10 00:42:00

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ ამხანაგური მატჩი  მონტენეგროს ნაკრებთან გამართა. თამაში პოდგორიცაში გაიმართა. ქართველებმა  მატჩი დამაჯერბლად ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ანგარიში მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 34-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ გიორგი მიქაუტაძე დატოვა, რომელმაც ზუსტი დარტყმა შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.

83-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში თავისი მერვე გოლი გაიტანა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

ფოტო: europop