საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს დღეს მონტენეგროსთან გამართავს 

საქართველო, თბილისი - 2024-06-09 09:27:00

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.

ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. 

ფოტო: ეროვნული ნაკრები