მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო

საქართველო, თბილისი - 2024-06-02 01:01:00

ლონდონში, უემბლის სტადიონზე 2023/2024 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „ბორუსიამ“ მაღალ დონეზე ჩაატარა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში კი „რეალი“ გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა.

ანგარიში 74-ე წუთზე დანიელ კარვახალმა გახსნა.

მეორე გოლი ვინისიუს ჟუნიორმა დორტმუნდელთა კარში 83-ე წუთზე გაიტანა.

„რეალისთვის“ ეს გამარჯვება ისტორიაში მეთხუთმეტეა.