შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში,  46 000-ზე მეტ  ბენეფიციარზე გაცემულია  6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი - ოთარ შამუგია

საქართველო, თბილისი - 2024-05-29 16:30:00

ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი  ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში  სიტყვით გამოსვლის დროს. 

"ამ პროგრამის ფარგლებში  46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია  6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ  თითქმის 1 მლრდ  ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.