დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი - შალვა პაპუაშვილი ვეტოს დაძლევაზე

საქართველო, თბილისი - 2024-05-28 12:17:00

"ქართული ოცნება" აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ვეტოს საკითხის განხილვა დაიწყება.სავარაუდოდ, დღესვე იქნება კენჭისყრაც.

პარლამენტის შიდა ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. "

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ქართველი ხალხის ინტერესია.

ჟურნალისტი: აპირებთ კანონის მხარდაჭერას?

„რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი," - თქვა პაპუაშვილმა.