გულთბილად ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია.
„გულთბილად ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, – წერს პეტერ ფიშერი.
I warmly congratulate 🇬🇪 on today's Independence Day. On 26 May 1918, the Georgian people chose independence and democracy in a historic act. Then as now, 🇩🇪 stands firmly on the side of those who are committed to a free, peaceful and European Georgia. pic.twitter.com/nBS5HuXdOW
— Peter Fischer (@Diplo_Peter) May 25, 2024