სანქტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიას, სავარაუდოდ, დრონი დაეჯახა, დაშავდა შვიდი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2024-05-17 22:16:00

რუსული წყაროების ცნობით, სანქტ-პეტერბურგში, ბუდიონის სახელობის სამხედრო კაკადემიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

Telegram-არხი Baza  წერს, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათგან ორი მძიმედ. მისივე ცნობით, აკადემიას სავარაუდოდ დრონი დაეჯახა, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ბუდიონის აკადემია მდებარეობს პეტერბურგის ჩრდილოეთით, ტიხორეცკის გამზირზე.