კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა

საქართველო, თბილისი - 2024-05-15 15:00:00

პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა.

bm.ge-ს ცნობით, მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა.

Georgia Capital-ის შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს.

TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება 11%-ით არის შემცირებული.