გუშინდელი ღამე თბილისში მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ - ლინკევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 2024-05-14 13:35:00

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.

"თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს არც არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება, მაგრამ ევროპა სხვანაირია", - წერს იგი სოციალურ ქსელში.