ქაშვეთთან ახალგაზრდების ხმამაღალი მამაო ჩვენო კიდევ ერთხელ ისმის, და გვამხნევებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2024-05-04 03:45:00

ქაშვეთთან ახალგაზრდების ხმამაღალი მამაო ჩვენო კიდევ ერთხელ ისმის, და გვამხნევებს, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

"ამ წუთში დავასრულე სააღდგომო მზადება … ყველაფრის მიუხედავად.

აღდგომისთვის ვემზადებით, აღდგომა რომელიც გაგვიახლებს იმედსა და შემართებას.

ქაშვეთთან ახალგაზრდების ხმამაღალი მამაო ჩვენო  კიდევ ერთხელ ისმის, და გვამხნევებს!", - წერს პრეზიდენტი.