ბიძინა ივანიშვილმა ნამვილი სახე აჩვენა, მჯერა ქართველი ხალხი დაიცავს ევროპულ გზს - რასა იუკნევიჩიანე

საქართველო, თბილისი - 2024-05-01 15:55:00

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა.

იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდეოს აზიარებს.

"ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს."- წერს ევროპარლამენტარი X-ზე.