პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან - კუბილიუსი

საქართველო, თბილისი - 2024-05-01 12:36:00

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმიანება თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესო აქციის დარბევას.

"პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი." - წერს კუბილიუსი.