დარჩი ძლიერი, მაგრამ უსაფრთხოდ, საქართველო. ბევრი მეგობარი გიყურებს - იან კელი

საქართველო, თბილისი - 2024-04-29 02:32:00

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელში ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. 

"დარჩი ძლიერი, მაგრამ უსაფრთხოდ, საქართველო. ბევრი მეგობარი გიყურებს", - წერს იან კელი. 

თბილისში, ხალხმრავალი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაცია იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "აგენტების კანონს" და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.