უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს, დიდება უკრაინას! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2024-04-21 09:50:00

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერს უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას ეხმიანება.

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა.

უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

დიდება უკრაინას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.