პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2024-04-17 23:55:00

დღეს არ თავდება ეს პროტესტი, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი", - წერს პრეზიდენტი.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია.