პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 2024-04-17 14:38:00

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 83-მა წევრმა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.