ბენიამინ ნეთანიაჰუს თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 2024-04-01 08:18:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თიაქრის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ამის შესახებ The Times of Israel იერუსალიმის საავადმყოფო ჰადასზე“ დაყრდნობით იუწყება.

კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 74 წლის ნეთანიაჰუ თავს კარგად გძნობს.

პრემიერ-მინისტრის ადმინსტრაციის ცნობით, ნეთანიაჰუს თიაქარი გეგმიური შემოწმების შემდეგ აღმოუჩინეს.

ნეთანიაჰუს არყოფნის პერიოდში პრემიერის მოვალეობას იუსტიციის მინისტრი არივ ლევინი შეასრულებს.